არაბი და მუსლიმი ლიდერები რიადში საგანგებო სამიტს მართავენ

არაბი და მუსლიმი ლიდერები რიადში საგანგებო სამიტს მართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დღეს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერები, ღაზაში ომის დასრულების შესახებ ერთიანი მოწოდების წარსადგენად, იკრიბებიან.

საგანგებო სამიტი ორ შეხვედრას აერთიანებს, შაბათს - არაბთა ლიგის სამიტს და კვირას - ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრას.

რიადში გასამართი საგანგებო სამიტის მიზანს, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებისა და ტანჯვის დასრულება და უფრო ფართო, რეგიონული ომის პრევენცია, წარმოადგენს. პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ სამიტის ჩატარების მიზანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, იმის გამო, რომ როგორ შეიძლება მას საგანგებო სამიტი ომის დაწყებიდან 35 დღის შემდეგ ეწოდოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სამიტს ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისიც დაესწრება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება