ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.

როგორც ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული კულტურების (საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, თაფლოვანი, სამშენებლო და სხვ.)

მათივე ცნობით, ადგილობრივი ჯიშების შესწავლას, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ადგილობრივი, იშვიათი ჯიშების კოლექციის შექმნას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, პრაქტიკული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

“სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ხეხილის გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი ჯიშების ნერგები გადასცა. ახალი საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთის შექმნა ამ კულტურების კონსერვაციასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა პარტნიორ ორგანიზაციას გასამრავლებლად ბაღის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში არსებული მარცვლოვანი კულტურების ისტორიული კოლექციიდან, ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების 50-მდე ნიმუში გადასცა.

მარცვლოვანი კულტურების ისტორიული კოლექცია 2005-2006 წლებში ბოტანიკური ბაღისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით იქნა აღდგენილი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება