ლონდონში, ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეები, პალესტინის მხარდამჭერთა მსვლელობის წინ, პოლიციას დაუპირისპირდნენ

ლონდონში ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეები, პალესტინის მხარდამჭერთა მსვლელობის წინ, პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უაითჰოლში ორწუთიანი დუმილი პატივისცემითა და ინციდენტების გარეშე აღინიშნა, ოფიცრები მსვლელობის მოწინააღმდეგეთა მხრიდან აგრესიას შეხვდნენ, რომლებიც ადგილზე დიდი რაოდენობით იმყოფებიან“, - ნათქვამია ლონდონის პოლიციის განცხადებაში.

სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეები შეკრებილი ხალხისა და პოლიციის მიმართულებით სკანდირებდნენ „ინგლისი სიკვდილამდე“ და „თქვენ ინგლისელები აღარ ხართ“.

ლონდონის პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელიც უაითჰოლის ტერიტორიაზე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა, დაკავებულია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება