მხატვრული ფილმის გადაღებების გამო, აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„სტუდია-99“ საქართველოში სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულ-უცხოური პროექტი პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს, ბულგარეთის, გერმანიის კინოცენტრებისა და საფრანგეთის „ევრიმაჟის“ ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

„დაგეგმილი გადაღებების გამო, 12, 19 და 26 ნოემბერს დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, 12 ნოემბერს, 07:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მიხეილ წინამძღვრიშვილის, გიორგი ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

19 ნოემბერს, 07:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ტოვსტონოგოვის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. აღნიშნულ პერიოდში მძღოლები კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის, ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება 26 ნოემბერს, 09:00-დან 17:00 საათამდე, მოძრაობა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან კარგარეთელისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება. შესაბამისად, ავტომობილები აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან გადაადგილებას აღმაშენებლის გამზირსა და ტოვსტონოგოვის ქუჩის საშუალებით შეძლებენ.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში კერძო ავტომანქანების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ტოვსტონოგოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი მოძრაობის სქემა არ შეიცვლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს