ადიგენში ზარზმობა იზეიმეს

დღეს, წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ზარზმის მონასტრის დამაარსებლისა და პირველი წინამძღვრის, საქართველოს ეკლესიის წმინდანისადმი მიძღვნილ ტრადიციულ დღესასწაულს - ზარზმობას ადიგენში სასულიერო იერარქები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.

„საზეიმო წირვა სერაპიონ ზარზმელის სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, თეოდორემ (ჭუაძე) და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბამ (ინწკირველი) აღავლინეს.

წირვის დასრულების შემდგომ, ზეიმის მონაწილეებს მიესალმნენ და დღესასწაული მიულოცეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა, პარლამენტის წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ეპისკოპოსმა საბამ და მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხის, ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი, ელვარდ ზაზაძე და მენეჯერი ვაჟა ართმელაძე.

სახალხო-რელიგიური დღესასწაული ზარზმობა ყოველწლიურად აღინიშნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება