გასული 52 დღის განმავლობაში პირველად, რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროს სერგეი პოპკოს განცხადებით, გასული 52 დღის განმავლობაში ეს რუსული ძალების მიერ კიევზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა.

მისივე თქმით, რაკეტებმა კიევამდე ვერ მიაღწია და უკრაინის საჰაერო ძალებმა ისინი ჰაერში ააფეთქეს.

განადგურებული რაკეტების ნაწილები მინდორში ჩავარდა.

აფეთქების ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება