ემანუელ მაკრონი - დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან უკრაინა კონტრშეტევით საკუთარი მიწების დეოკუპაციას ეცდება

დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან უკრაინა კონტრშეტევით საკუთარი მიწების დეოკუპაციას ეცდება,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების “ვალდებულებაა” უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში დაეხმარონ.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების საშუალებას მისცემენ, მაშინ ევროპაში “ახალი იმპერიული სახელმწიფო გაჩნდება,” რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და მთელ კონტინენტს.

„ვინაიდან, რა თქმა უნდა, ის, რასაც რუსეთი [უკრაინაში] შვება - ეს იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია,” - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის “ჯერ არ მოვიდა დრო” რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, მაგრამ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება