ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე 126 ადამიანი დააკავეს

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, ლონდონში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე 126 ადამიანი დააკავეს.

პალესტინის სოლიდარობის კამპანიის მიერ ორგანიზებული მარშის დროს, რომელშიც 300 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებმა დაკავებები მას შემდეგ დაიწყეს, რაც მონაწილეთა დაახლოებით 150-კაციანმა ჯგუფმა ფოიერვერკების გაშვება დაიწყო და ზოგიერთი მათგანი პოლიციელებს სახეში მოხვდა. დაკავების დროს მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

პალესტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილმა, ასევე, ლონდონში აშშ-ის საელჩოს წინ გაიარა. მსგავსი აქციები გაიმართა ბრიუსელშიც, სადაც ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ლონდონში გამართულ აქციაზე მომხდარი ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ ყველა დანაშაულს კანონის სრული ძალით უნდა გაეცეს პასუხი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება