მედია - ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან სასტიკი ბრძოლა გრძელდება

ღაზას ქალაქსა და მის მიდამოებში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებსა და შეიარაღებულ პირებს შორის სასტიკი ბრძოლა გრძელდება, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხედროები ალ-შიფას ჰოსპიტალში არიან ჩაკეტილი, სადაც „ჰამასის“ მთავარი შტაბი მდებარეობს.

თვითმხილველების განცხადებით, ავიადარტყმები ტერიტორიაზე ღამითაც გაგრძელდა.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ათასობით მედიკოსი, პაციენტი და იძულებით გადაადგილებული ადამიანი შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზეა ჩაკეტილი, სადაც ელექტროენერგია არ არის და საჭირო მარაგები მცირდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოდან ბავშვების ევაკუაციას ხელს შეუწყობენ.

შეგახსენებთ, ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ მთავარი სამეთაურო ცენტრი მდებარეობს და ტერორისტები საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება