სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის საქმეზე, სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა მათი პოზიცია, რომ არსებობდა ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების საფუძველი.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ორივე ბრალდებულის მიმართ ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი. კერძოდ, არსებობდა მათი მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანასთან და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე 11 ნოემბერს დააკავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება