ხობის სოფელ ჭალადიდში ოჯახი დააყაჩაღეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ყაჩაღობა მოხდა.

ადგილობრივის ინფორმაციით, სარალიძეების ოჯახს რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფულსა და ოქროს ითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წაღებულია 500 ლარამდე თანხა და ოქრო. სამართალდამცავებმა დაზარალებული ოჯახი უკვე გამოკითხეს.

ყაჩაღობა 10 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება