რომის პაპი - დაე, იარაღი გაჩუმდეს, კმარა ძმებო, კმარა! - ნუ დავკარგავთ იმედს, ვილოცოთ

დაე, იარაღები გაჩუმდნენ, ისინი ვერასდროს მოიტანენ მშვიდობას, დაე, კონფლიქტი არ გავრცელდეს - კმარა ძმებო, კმარა! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა გაიზარდოს და ასევე, ღაზაში მყოფი მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

„ღაზაში დაჭრილებს სასწრაფოდ უნდა დაეხმარონ, თავშესაფრები უნდა იყოს დაცული, მეტი ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეგზავნოს მოსახლეობას, მძევლები უნდა გათავისუფლდნენ“, - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის ბევრი მოხუცი და ბავშვია.

„ყოველი ადამიანი, იქნება ეს ქრისტიანი, ებრაელი, მუსლიმი, თუ ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ღვთის თვალში ძვირფასია და უფლება აქვს, მშვიდობიანად იცხოვროს“, - აღნიშნა პაპმა.

მისი თქმით, ბევრს ლოცულობს როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის.

“ნუ დავკარგავთ იმედს. ვილოცოთ, ვიმოქმედოთ დაუღალავად, რათა ადამიანურმა გრძნობამ გულქვაობას სძლიოს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება