სერგეი ლავროვი - ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა

ევროკავშირი ვერ შეძლებს მოსკოვის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვი გამოეხმაურა დასავლურ მედიაში გავრცელებულ პუბლიკაციებს ყაზახეთთან დაკავშირებით.

„ეს მხოლოდ პუბლიკაციებს არ ეხება. იქ, დასავლური სამყაროს ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ საკმაოდ უაზრო განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოვა“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიულად რუსეთი ამ რეგიონებში მდებარეობს და არსად გაქრება.

მისი თქმით, მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა "ეს ძალიან კარგად იციან".

კერძოდ, ლავროვი გამოეხმაურა დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, რომელშიც ყაზახეთს "რუსეთის უკანა ეზო" უწოდეს და აღნიშნა, რომ „ეს სისულელეა“.

"ეს ყველაფერი სისულელეა. ეს ყველაფერი საინფორმაციო ომებია და ა.შ. ყაზახეთი სუვერენული ქვეყანაა“, - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს