სახელმწიფო მინისტრი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრების გამართვას, რომლის ფარგლებშიც თეა ახვლედიანი ქუთაისში იმყოფებოდა და იმერეთის და რაჭის რეგიონებში მცხოვრებ გაუჩინარებულთა 40-ზე მეტ ოჯახის წარმომადგენელს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით მიმდინარე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი.

მათივე ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონშიც. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ბათუმში აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრებ გაუჩინარებულთა 20-მდე ოჯახის წარმომადგენელს შეხვდა.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ეტაპობრივად იზრდება პროგრამის განხორციელების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა, ჩართულობა და როლი. ამასთან, ხაზი გაესვა ICRC-თან შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობის და კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას.

მინისტრის აპარატის ცნობით, ოჯახებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო- უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფა, შედეგებისა და ეფექტიანობის გაზრდა, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე პროგრამის ეტაპობრივი ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის უკვე გაზრდილი როლისა და ფუნქციების გათვალისწინებით, ამჯერად, ჩვენ ქუთაისსა და ბათუმში გავმართეთ შეხვედრები, უგზო- უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებთან იმერეთის, რაჭის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობდნენ პროგრამის მიმდინარეობას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად, ჩვენ მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შედეგებს და მიღწეულ პროგრესს და ზოგადად, ამ პროგრამასთან დაკავშირებულ ოჯახებისთვის აქტუალურ და საინტერესო სხვა საკითხებს“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება