აფხაზეთის მე-6 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ქუთაისში, ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 საჯარო სკოლაში სპორტული მოედანი გაიხსნა.

როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია იმყოფებოდნენ, რომლებმაც ახალი სპორტული მოედანი გახსნეს.

„რუსლან აბაშიძემ ასევე სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, პირადად გაეცნო არსებულ მდგომარეობას და დირექტორისგან სკოლის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. აფხაზეთის №6 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე სპორტული მოედანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტომ, სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საელჩოსგან მოპოვებული გრანტის ფარგლებში მოაწყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს