პაატა მანჯგალაძე - ილუზია და თავის მოტყუებაა, რომ „ქართული ოცნება“ დროს გამოიყენებს და ევროკავშირის წევრი გავხდებით - ეს პროცესი არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან არის პირდაპირ მიბმული

ილუზია და თავის მოტყუებაა, რომ „ქართული ოცნება" დროს გამოიყენებს და ევროკავშირის წევრი გავხდებით - ვერ გავხდებით, ეს პროცესი არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან არის პირდაპირ მიბმული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, სტატუსის მიღებაზე რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ეს არა რეფორმების განხორციელების შედეგი, არამედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 12- დან 9 რეკომენდაცია არ შეასრულა.

„ერთი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ რეკომენდაციებს არ შეასრულებდა ხელისუფლება და დროს დაუთმობდა სიმულაციას, სწორედ სიმულაცია ვნახეთ - 12- დან 9 რეკომენდაცია შესასრულებელია და დანარჩენი სამი, რაც შესრულებულია, პოლიტიკური ძალაუფლების თვალსაზრისით "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი არ ყოფილა". სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმის დანერგვა, გენდერთან დაკავშირებული საკითხები და სახალხო დამცველის არჩევა - ეს არის საკითხები, რაც ჩათვლილია შესრულებულად. სადაც საკითხი ეხება სასამართლო კლანს, "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ მურუსიძე ურჩევნია ევროპას, კორუფციას რაც ეხება, აქ "ოცნება" ამბობს, ბიუროს რომ ღარიბაშვილი ნიშნავს, ეს ურჩევნია ევროპას, საარჩევნო რეფორმაზე როცა იყო საუბარი, თქვეს, რომ ეს ადმინისტრაცია ურჩევნია ევროპას. დღეს რომ დადებითი რეკომენდაცია გვაქვს, ეს არა რეკომენდაციების მაღალი შესრულების შედეგი, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება და ევროპელების კეთილი ნებაა. ილუზია და თავის მოტყუებაა, რომ „ქართული ოცნება" ამ დროს გამოიყენებს (პირობების შესასრულებლად) და ევროკავშირის წევრი გავხდებით, ვერ გავხდებით, არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან არის პირდაპირ ეს პროცესი მიბმული. ჩვენ ვნახეთ, რომ კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც „გამარჯვების პლატფორმამ“ აიყვანა ამერიკული საკონსულტაციო კომპანიიდან, არ შემოუშვეს საქართველოში. ამას აკეთებენ პუტინის რუსეთში და ბელარუსში, როცა ამერიკელ და ევროპელ კონსულტანტებს არ უშვებენ. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ემზადება გაყალბებისთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება