საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს, პროექტის - „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“, ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საინჟინრო განყოფილების უფროსი შეხვდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის - „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“ - ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სამშენებლო ფაკულტეტზე, ამავე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საინჟინრო განყოფილების უფროსი ირაკლი სალაძე, სტუდენტებს შეხვდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა იმ პერიოდში მომიწია, როცა საქართველო და შესაბამისად, უნივერსიტეტი გადარჩენისთვის იბრძოდა. ეს იყო ურთულესი დრო, თუმცა, თითოეული სტუდენტი და პედაგოგი, ვცდილობდით, მოცემულობის მიუხედავად, სწავლა-სწავლების პროცესი არ ჩაგვეგდო და საინტერესო გაგვეხადა. გავიდა წლები და დღეს სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა პრესტიჟული, საინტერესო და რაც მთავარია ევროპული სტანდარტების შესაბამისია. დღეს სტუდენტს მრავალი შესაძლებლობა აქვს თავისი ცოდნა გააფართოოს, ჩაერთოს პროექტებში, რის შესაძლებლობასაც იძლევა უნივერსიტეტი. ბედნიერი ვარ, რომ ვსწავლობდი აქ და სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის პრესტიჟი ძალიან გაზრდილია. მადლობა ჩემს პედაგოგებს, უნივერსიტეტს და იმ სტუდენტებს, რომელთაც დღეს კიდევ ერთხელ დამაბრუნეს მშობლიურ სივრცეში“, - განაცხადა ირაკლი სალარიძემ.

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და ირაკლი სალარიძეს სტუმრობისთვის.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტი - „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება