დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახანძრო მანქანები გადაეცა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადმოეცა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და ერთ-ერთ ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა მადლობა გადაუხადეს კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან იღებს დაცული ტერიტორიების სააგენტო, როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, ტექნიკური აღჭურვის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან სააგენტომ მიიღო საფრენი აპარატი დრონი, რომლის გამოყენებაც ეფექტიანად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება