დავით ნარმანიამ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს სემეკის საქმიანობა გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებისთვის სემეკის საქმიანობის შესახებ ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ მათ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების ფუნქციონირებაში მარეგულირებელი კომისიის როლი გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით ნარმანიამ მონაწილეებს რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიების ვალდებულებებისა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების მომხმარებელთა უფლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ლექციის ფარგლებში იუნკრებმა სემეკის მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული პროექტები და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები მოისმინეს.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება