თორნიკე რიჟვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას გაესვა ხაზი.

„აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ელჩს რეგიონის საინვესტიციო გარემო და აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება