პაატა მანჯგალაძე - ბრიტანელი კონსულტანტის არშემოშვება საქართველოში არის ხელისუფლების არა ძალის, არამედ სისუსტისა და შიშის დემონსტრირება

ბრიტანელი კონსულტანტის არშემოშვება საქართველოში არის ხელისუფლების არა ძალის, არამედ სისუსტისა და შიშის დემონსტრირება, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „გამარჯვების კოალიციის“ ბრიტანელი კონსულტანტის საქართველოში არშემოშვებას.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ ხელისუფლება შეშინებულია, რადგან ქვეყანაში რუსული ინტერესები მარცხდება.

მისივე თქმით, ბრიტანელი კონსულტანტის არ შემოშვებით არაფერი იცვლება და „გამარჯვების კოალიცია“ ბრძოლას ჩვეულ ტემპში გააგრძელებს.

„შეშინებულმა “ქართულმა ოცნებამ” გუშინ საზღვარზე არ შემოუშვა „გამარჯვების კოალიციის” კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი. მაშინ როდესაც ათასი რჯულის საქართველოს მტრებს, პროპაგანდისტებს, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს არანაირ წინაღობას არ უქმნიან და ისე შემოჰყავთ საქართველოში.

ბრიტანელი კონსულტანტის, ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლის, ინგლისის პრემიერ-მინისტრების საარჩევნო კამპანიისა და ავსტრალიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის კონსულტანტის არ შემოშვება საქართველოში არის ხელისუფლების არა ძალის, არამედ სისუსტისა და შიშის დემონსტრირება.

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ კიდევ უფრო დამფრთხალი და შეშინებულია, რადგან ეს გზავნილი ხალხმა გაიგო, როგორც რუსეთის ინტერესის დამარცხება და ხალხის გამარჯვება საქართველოში.

შესაბამისად, ჩვენთვის, “გამარჯვების კოალიციისთვის” ამით არაფერი იცვლება და ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის", - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება