ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ქვეყნები ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვენ

ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ითხოვს დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზას, რათა ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შევიდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ შევძელით ერთ განცხადებაზე შეთანხმება ევროკავშირის 27-ვე წევრის სახელით. ამ განცხადებაში ქვეყნები ითხოვენ დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზებს და დერეფნებს ღაზაში არსებულ მძიმე სიტუაციის მოსაგვარებლად. ჩვენ ვთხოვეთ ისრაელს, რომ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. ვგმობთ „ჰამასის“ მიერ საავადმყოფოში მყოფი ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენებას, მაგრამ, ასევე, გამოვხატავთ შეშფოთებას დაბომბვის გამო საავადმყოფოებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო“, - აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და სომხეთსა და აზერბაიჯანთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება