ირაკლი ბერაია - ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, ყველამ კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ!

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ის საპარლამენტო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ამის შესახებ მან თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას უპასუხა.

„მე ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე. დღესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო, ეს იყო მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე. შესაბამისად, ამ თემაზე მეტი დეტალის თქმას არ ვაპირებ, ყველაფერი არის ნათქვამი. ასევე, ყველას გასაგონად იმასაც ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ! მანამ, ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი, ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოგთხოვთ ბოდიშის მოხდას, იმიტომ, რომ მივიჩნევ, თქვენი აზროვნება და თქვენი შეგნება ამას ვერ შესწვდება. ასე რომ, ამ საკითხზე დავასრულოთ საუბარი!“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. აღნიშნულის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება