სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 15 ნოემბერს კი, კვლავ უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ნოემბერს, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 15 ნოემბერს კი, ისევ უნალექო ამინდი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ნოემბერს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება, ქარიც გაძლიერდება. 15 ნოემბერს კი, ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ნოემბერს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13 ნოემბერს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი, ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13 ნოემბერს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 13 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 13 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან შესაძლოა იწვიმოს. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დედოფლისწყარო,): 13 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 13 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება