„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შემეცნებითი ტური გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ცნობით, უფროსკლასელებმა სსე-ის სათავო ოფისში ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

„მოსწავლეებს პრეზენტაციები ჩაუტარდათ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

შემეცნებითი ტური „ნავთლუღი 220-ში“ გაგრძელდა. უფროსკლასელებმა დაათვალიერეს სსე-ის ქვესადგური, ინფორმაცია მიიღეს ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში, საშუალება ჰქონდათ დიაგნოსტიკის სამსახურის ლაბორატორიაში დასწრებოდნენ დამცავი საშუალებების მაღალი ძაბვით გამოცდის პროცესს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალ ენერგეტიკოსებს ეძლევათ სტაჟირების უსასყიდლოდ გავლის შესაძლებლობა მომავალი დასაქმების პერსპექტივით.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შემეცნებითი ტური სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება