გიორგი ვაშაძე ევრონესტის საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში, ბრიუსელში, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, მთავარი განსახილველი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზები და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება იქნება.

მათივე ცნობით, ვაშაძე, ასევე, „ალდესა“ და „რენიუს“ ფრაქციის ხელმძღვანელებს შეხვდება.

„ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ფორმატში გვექნება შეხვედრა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ევროკავშირის პარლამენტის წევრებთან, ასევე, გვექნება შეხვედრები „ალდეს“ და „რენიუს“ ფრაქციის ხელმძღვანელებთან და გარდა ამისა, ვგეგმავთ ვიზიტს ბერლინში, სადაც მთავარი საკითხი კანდიდატის სტატუსი იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება