კახა კალაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევებზე - ეს არის ვიღაცის კაბინეტში, ვიღაცის დავალებით დაწერილი ეგრეთ წოდებული კვლევები

კვლევებთან დაკავშირებით მე ზოგადად ჩემი დამოკიდებულება მაქვს - 2012 წლიდან კვლევების მიზანმიმართული გაყალბება ხდება ოპოზიციის დაკვეთით და მათი უშუალო მონაწილეობით, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა „ედისონ რისერჩის“ მიერ ბოლოს ჩატარებული პოლიტიკური რეიტინგების კვლევას.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული კვლევების მიზანს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია წარმოადგენს.

„კვლევებთან დაკავშირებით მე არაერთხელ გამიკეთებია განმარტება. რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება? 2012 წლამდე და 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ხდება მიზანმიმართული გაყალბება აღნიშნული კვლევების, რომელიც ჩვენი ოპოზიციის დაკვეთით და მათი უშუალო ჩართულობით მზადდება. მიზანმიმართული მცდელობაა, საზოგადოების აზრზე მანიპულირება მოახდინონ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიცით, რა ხდება ქვეყანაში, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. ეს არჩევნების შემდეგ გამოიკვეთება ყველაზე კარგად. 2012 წლიდან მოყოლებული გამარჯვებული პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება, რადგან ხალხი რეალურად ხედავს და აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, სამწუხაროდ. ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაატაროს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესი, დაიცვას მშვიდობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რეალურად ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მცდელობა, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება