კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

10 ნოემბერს იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო მიღწევებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს პროფესორები არიან: საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების, გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი - ვახტანგ მაისაია და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - ბექა ქანთარია.

„10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ 2001 წელს UNESCO-ს ეგიდით დაწესდა, მას შემდეგ საქართველო ყოველწლიურად უერთდება მსოფლიო ინიციატივას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მეცნიერების საერთაშორისო დღე შემდეგი თემატიკით აღინიშნება: „ფუნდამენტური მეცნიერებები მდგრადი განვითარებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება