პაატა დავითაია - რუსეთი გაზრდის პროვოკაციებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორებზე, რაც მათთვის საქართველოზე ზეწოლის ბერკეტი, სასწრაფოდ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება საგანგაშო სიგნალია და მკაფიო მუქარა, რომელიც ნათლად გამოხატავს რუსეთის იმპერიალისტურ გეგმებს და სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ლავროვის განცხადებაში ჩანს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს“.

„ლავროვის განცხადებაში, ცალსახად ჩანს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს და აძლიერებს ზეწოლას ქართულ სახელმწიფოზე, იმ გზაზე, რაც ქვეყანამ სტატუსთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციის შემდეგ დაიწყო.

განცხადება, რომ რუსეთი რეგიონიდან გასვლას და რაიმეს დათმობას არ აპირებს, ფაქტობრივად, მუქარა და ზეწოლაა ქართულ სახელმწიფოზე, მოსალოდნელია პროვოკაციების გაძლიერება რუსეთის მხრიდან, განსაკუთრებით, დეკემბერში, სტატუსის მიღების შემდეგ.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს მკვეთრი რეაგირება ლავროვის ღია მუქარაზე, მაქსიმალურად ითანამშრომლოს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც რუსეთიდან მოდის. საქმის კურსში უნდა იყოს ჩაყენებული ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმ მუქარებზე, რასაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეტა მინისტრი აჟღერებს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რადგან რუსეთის მიერ ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის ბერკეტი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და იქ განხორციელებული პროვოკაციებია ოკუპანტების მხრიდან“,- აცხადებს პაატა დავითაია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება