„ფერმერის დღე“ 17 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ 17 ნოემბერს გაიმართება.

ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდება, 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები დაესწრებიან.

„ამ დღისთვის დამატებით დაწესდა ორი სპეციალური პრიზი. საქართველოში „ფერმერთა დღე“ 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია, ფერმერთა შრომის და წვლილის დაფასება სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში. ფერმერის დღის გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“, სპონსორები: „ველი სთორი“, „ალდაგი“, „სანტე“, „თელიანი ველი“, Soplidan.ge და სხვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება