შს მინისტრის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტანტზე - საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს და ყველას პირადი საქმე ვერ მეცოდინება - პირს უფლება აქვს, პატრულის თუ ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს, ბუნებრივია, ყველა ადამიანის პირადი საქმე ვერ მეცოდინება, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ კითხვას, თუ რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანელი კონსულტანტი, ბენ მალეტი.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ქვეყანაში შემოსვლის დროს, ყველა პირი გადის ინსპექტირებას, მისი შემოსვლის გადაწყვეტილებას კი უფლებამოსილი პირი ადგილზე იღებს.

„ეს არის სტანდარტული პროცედურა, როცა ადამიანის შემოსვლის დროს ინსპექტირება, მისი შესწავლა ხდება და კონკრეტულ შემთხვევაში, არის გარემოებები, როცა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილებას იღებს, რომ პირი ქვეყანაში არ დაუშვას. ამ შემთხვევაში, ამ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს, თუ პატრულის, ან ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ვინც ადგილზე მიიღო ეს შესაბამისი გადაწყვეტილება, არ ეთანხმება. ეს ყოველდღიურად ხდება, არაერთ ადამიანს ეუბნებიან ქვეყანაში შემოსვლაზე უარს, ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი პროცედურა, რამე განსაკუთრებული ჩვენს ქვეყანაში არ ხდება.

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს, ყველა ადამიანის პირადი საქმე ვერ მეცოდინება, ბუნებრივია...ქვეყანაში დაშვება არ მოხდა, შესაბამისი პროცედურები ხორციელდება, ზუსტად დეტალები არ ვიცი“, - განაცხადა დარახველიძემ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი კონსულტანტი, ბენ მალეტი ქვეყანაში არ შემოუშვეს, თუ რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, უცნობია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო