ბექა ლილუაშვილი - საპარლამენტო ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა არ გვეძლევა - ხელოვნურად გვეშლება ხელი

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა.

ამ თემაზე სპეციალური განცხადება ლილუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. ლილუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, დროულად მოხდეს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტის გახსნის თემაზე და ასევე, ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტების განხილვა და სესიაზე გატანა.

„პოლიტიკურ ჯგუფს “საქართველოსთვის“ 29 სადეპუტატო შეკითხვა აქვს გაგზავნილი, რაზეც პასუხი არის ვადაგადაცილებული და რეგლამენტით განსაზღვრული ვადები დარღვეულია. სხვადასხვა საკითხზე ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა 12-ჯერ არის გადატანილი.

ჩვენ ჩვენი მოვალეობების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა არ გვეძლევა - ამაში ხელი ხელოვნურად გვეშლება“, - განაცხადა ლილუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება