გიორგი კეკელიძეს ინდოეთის კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს არასამთავრობო ორგანიზაციის, „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“, დამფუძნებელმა დარისპან პრაშერმა ინდოეთის კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო „ვასუდეივკატუმბაკამ“ გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათი ცნობით, რამდენიმე ხნის წინ, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა ინდური კულტურის დღეებს უმასპინძლა.

„ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის, „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“, მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაში ონლაინფორმატით საგარეო და კულტურის საკითხებში ინდოეთის სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობდა.

მალე გამოვა „ბჰაგავატგიტას“ გიორგი კეკელიძისეული თარგმანი და კომენტარები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება