ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმატებულ გორელ პედაგოგებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წელს გამართულ პედაგოგთა სამ მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს წარმატება მიულოცა, საჩუქრები გადასცა და მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის. ეს პეგაგოები არიან: ნინო ფსუტური - კონკურსის ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" გამარჯვებული, გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორ-მასწავლებელი, მედეა ტრამაკიძე - კონკურსის, ,მასწავლებლის ეროვნული პრემია" გამარჯვებული, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მატემატიკის მასწავლებელი, ლელა წურწუმია - კონკურსის „ნინო აბულაძის სახელობის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის პრიზის" გამარჯვებული,გორის მე-12 საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მენტორ-მასწავლებელი.

შეხვედრას მერიის განათლების განყოფილების თანამშრომლები და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ესწრებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება