15 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა ამოიწურა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 15 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).

დღეის მონაცემებით, 366 706 ფიზიკურმა პირმა ქონების დეკლარაცია უკვე წარმოადგინა და დარიცხული თანხის საერთო ოდენობამ 84 489 056 ლარი შეადგენა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, დარიცხული ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადი 17 პროცენტული მაჩვენებლით არის გაზრდილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=471

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=O0VPEQQ61LU

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება