ვახტანგ ცინცაძე - მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდა მიმდინარე წლის ოქტომბერშიც. ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, გაზრდილია 10.4%-ით და მისი მოცულობა 495 მლნ. აშშ. დოლარს აღემატება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის 10 თვეში ექსპორტი, ჯამურად 12.5%-ით გაიზარდა და 5.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 10 თვის მონაცემებით მნიშვნელოვნად - 16.2%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც და 17.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალის ზრდისა და ეფექტიანი გამოყენების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება