საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სივასის უნივერსიტეტის პროფესორმა სალექციო კურსი ჩაუტარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციისა და ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სივასის უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორმა ბურაკ ტუზუნმა წამალთა ტექნოლოგიის შესახებ სალექციო კურსი ჩაუტარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქი მეცნიერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში ეწვია.

პროფესორი ბურაკ ტუზუნი Erasmus+ მობილობის კვირეულის ფარგლებში, შეხვდა სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს, რომელთაც პრეზენტაციის სახით, სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი წარუდგინა და იქ მიმდინარე პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები გააცნო.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა თურქ კოლეგას უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის კვლევითი მიმართულებები რამდენიმე მოხსენებით გააცნეს.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, სივასის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო- სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს პროფესორმა ბურაკ ტუზუნმა წამალთა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საინტერესო და ინფორმატიული სალექციო კურსი ჩაუტარა. თურქ გარდა ამისა, თურქ კოლეგასთან რამდენიმე შეხვედრა შედგა. განვიხილეთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება და სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში უფრო აქტიურად ჩართვა. ასევე, ვისაუბრეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობის შესახებ“, - აღნიშნავს ლიანა თარგამაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციისა და ქიმიის პროგრამების მაგისტრანტები და ბაკალავრები სივასის უნივერსიტეტის პროფესორის 3-დღიან სალექციო კურსზე გაეცნენ პროფესიულ ინფორმაციას წამალთა ტექნოლოგიებში უახლესი მიღწევების, თანამედროვე მიდგომებისა და მოთხოვნების შესახებ, ასევე, ტექნოლოგიური პროცესების იმ თავისებურებებს, რომლებიც ბიოლოგიური ღირებულების მქონე მზა პროდუქტის - წამლის წარმოებასთან, ასევე, თანამედროვე მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის მუშაობის პრინციპებთან არის დაკავშირებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს