ზურაბ ჩიკვილაძე უსინათლოთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ჩიკვილაძე უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი უსინათლო და მცირედმხედველი პირებისთვის რამდენიმე მუნიციპალურ ქვეპროგრამას ახორციელებს.

მისი თქმით, „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირთა ფინანსური დახმარების“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება წელიწადში 900 ლარს შეადგენს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ ქვეპროგრამა 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების ვაუჩერულ დაფინანსებას ითვალისწინებს. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსებას, შშმ პირთა სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მოქმედებს ასევე „უსინათლო პირებისა და მათი გამცილებლების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის“ პროგრამა.

„უსინათლოთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მათი ხელშეწყობა თითოეული ჩვენგანის ვალია. ჩვენ ვიზიარებთ ამ დღის წლევანდელ გზავნილს - „გაუფრთხილდით მხედველობას შრომის პროცესში!“ - და უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის საჭირო სერვისების სრული ხელმისაწვდომობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ, რომლის განცხადებასაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება