„სელფი“ სოციალური მეწარმეობის XII-ე ფორუმის მხარდამჭერია

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში, საქართველოში სოციალური მეწარმეობის XII-ე ფორუმის მხარდამჭერია. ფორუმი 8 ნოემბერს SEA-ის ორგანიზებით ჩატარდა, - შესაბამის ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს ფორუმს 100-ზე მეტი საწარმო და კერძო ორგანიზაცია ესწრებოდა . ღონისძიებამ რამდენიმე საკითხი და ფორმატი გააერთიანა, ხოლო განხილვის ძირითდი თემა გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება და სოციალურ საწარმოთა ალიანსის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა იყო.

დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა მსჯელობა საკითხზე - რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოვიყენოთ ის საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად. პანელური დისკუსიის ფორმატში, სფეროს ძირითად აქტორებსა და ღონისძიების მონაწილეებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემაზე. ფორუმის კულმინაცია წლის სოციალური საწარმო 2023-ის გამოვლენა იყო. ტიტული სოციალურმა საწარმომ ,,იკორთა“ მოიპოვა.

„21-ე საუკუნეში, როდესაც სოციალური მიმართულებით არაერთი გამოწვევის მომსწრე ვართ, საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და, რაც მთავარია, მდგრადი გზა, სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებაა. „სელფის“ კორპორაციული მდგრადობის მიმართულებაც სწორედ ისეთი წამოწყებების მხარდაჭრას გულისხმობს, რომელთაც სოციალური საკითხების მოგვარება და გაუმჯობესება გრძლვადიანად შეუძლიათ. ჩვენთვის ბუნებრივი იყო, საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებას გვერდში დავდგომოდით“, განაცხადეს სელფი მობაილში.

ამასთან, „სელფის“ ცნობითვე, სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან, ყოველწლიურად იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმის მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და საქმიანი კავშირების გაძლიერებაა სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება