ლელა ჩიქოვანმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლელა ჩიქოვანმა დეპუტატებთან თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

„საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დადებითი დინამიკა და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას და მიღწეულ პროგრესს. მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

საკომიტეტო მოსმენას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და დეპუტატები დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება