თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა, ჩეხ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

„აღინიშნა დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ჩეხეთის მხარდაჭერა, კერძოდ, ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხი დამკვირვებლების, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში ჩეხი ექსპერტის მონაწილეობაზე. აღინიშნა, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, SNGP-ის ინიციატივებისთვის ჩეხეთის ფინანსური მხარდაჭერა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ასევე საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ჩეხი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული დონის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ჩეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ჩეხეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი მიხალ სობარნა დაესწრო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება