ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - პოლიტიკური უსინდისობაა, ხტუნაობდე საკუთარ განცხადებებში

ჩვენს რეალობაში დაბალ ბარიერს შეიძლება ჰქონდეს სატელიტი პარტიების გაყვანის შესაძლებლობა, თუმცა, პოლიტიკური უსინდისობაა, ასე ხტუნაობდე საკუთარ განცხადებებში , - ასე ეხმიანება ბარიერის დაწევაზე „ქართული ოცნების” განცხადებებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.

მისივე თქმით, გახარიას გუნდს არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა, ხოლო "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ისტორიულად მინიმალური რეიტინგის კომპლექსი აქვთ.

" პაპუაშვილს და "ქართული ოცნების" არაერთ წარმომადგენელს განსაკუთრებით "ბოსებიდან", გაუჩნდა ისტორიულად მინიმალური რეიტინგის კომპლექსი, რომელიც აქვთ შიდა კვლევების შესაბამისად. ისინი გამოაქვეყნებენ რეიტინგებს, ჩვენ ეს შეიძლება მალე ვნახოთ და ახლა ამის გადასაფარად ისინი ამზადებენ საფუძველს. რაც შეეხება ბარიერს, ჩვენს გუნდს მისი გადალახვის პრობლემა არ აქვს და ჩვენ ამას ვაკვირდებით არაერთ მიკერძოებულ, არა მიკერძოებულ შიდა თუ გარე შეფასებებში და ამის მთავარი გარანტი არის საზოგადოების ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს და თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები მათ შორის. ამ მოცემულობაში ეს კითხვა, როგორ გადალახავთ ბარიერს ჩვენ არ მოგვერთმევა. ჩვენი მთავარი საარჩევნო ამოცანა არის, რომ რადიკალურ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას და ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ნაწილს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიეცეს ჯამში თავიანთი კარგად გამოცდილი და აპრობირებული კოალიციების შექმნის საშუალება და ამიტომ ორივე უნდა დარჩეს 50 პროცენტის ქვეშ. ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია ყველა დანარჩენი, დემოკრატიული და პროდასავლური ფასეულობების მქონე პარტიამ იმუშაოს გამსხვილებაზე და მოგვეხმაროს ამ ამოცანის გადაჭრაში. ეს არის მთავარი საარჩევნო ფორმულა, ეს არის გასაღები, რომლის გამოყენებაზეც ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, თუ "ოცნება" ბარიერს არ დაწევს, სხვა პარტიებს მოუწევთ მეტი ძალისხმევა, რომ გაუნაწილებელი მანდატები არ დარჩეს.

"ჩვენს რეალობაში დაბალ ბარიერს შეიძლება ჰქონდეს სატელიტი პარტიების გაყვანის შესაძლებლობა, მაგალითად , "ქოცებს" და "ნაცებს" ამის შესაძლებლობა, თუმცა, პოლიტიკური უსინდისობაა ასე ხტუნაობდე საკუთარ განცხადებებში, მე ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. თუ "ოცნება" საბოლოოდ უარს აცხადებს ბარიერის დაწევაზე, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა მოუწევს სხვა პარტიებს, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჰქონდეთ და საშუალება არ მისცენ "ნაცებს" და "ოცნებას" გაუნაწილებელი მანდატებით ისარგებლონ", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?