მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია Pegasus-ის ოპერირება დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას

ძალიან სასიხარულოა, რომ ავიაკომპანია Pegasus-მა გადაწყვიტა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენების ოპერირება კვირაში სამი ფრენის სიხშირით თურქეთის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას, - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Pegasus-ი ქუთაისში ოპერირებას 22 დეკემბრიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით დაიწყებს.

მარიამ ქვრივიშვილი ამ ფაქტს მორიგ წარმატებას უწოდებს და მისი ინფორმაციით, ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას წინ საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკება უძღოდა.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, Pegasus-ის ქუთაისის აეროპორტში ოპერირება ასევე ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, რაც, იმერეთის რეგიონს განსაკუთრებით გააძლიერებს.

„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტი - წელს იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეალურად, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საუკეთესო წელი. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში აქ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას ვიხილავთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კერძოდ, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეტი პირდაპირი ავიარეისები შედგეს ქვეყნისთვის სტრატეგიული სამიზნე მიმართულებებით - ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ყურის ქვეყნებთან და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება