მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კალინ უნგურთან და ევროკავშირში ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენელთან რუმენ ალექსანდროვთან.

ასევე, ბრიუსელის ევროპული პოლიტიკის კვლევით ცენტრში შეხვედრა გაიმართა (EPC) მრგვალი მაგიდის ფორმატში ექსპერტებთან და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციას და რეკომენდაციების შესრულების პროცესს.

„ასევე, განიხილეს დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პერსპექტივა და წევრი ქვეყნების პოზიციები.

მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, კანდიდატი ქვეყნების დროულად გაწევრიანების მნიშვნელობაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე, რეგიონში, საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და როლზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება