იაირ ლაპიდი - ნეთანიაჰუმ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება უნდა შეწყვიტოს - თუ მას სურს, ახლა არ ვიფიქროთ იმაზე, ვინ არის დამნაშავე, მაშინ საკუთარი თავი რუზველტს არ შეადაროს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება უნდა შეწყვიტოს. თუ მას სურს, რომ ჩვენ ახლა არ ვიფიქროთ იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე, მაშინ არ დაჯდეს CNN-ზე და საკუთარი თავი ფრანკლინ რუზველტს არ შეადაროს“, - განაცხადა ლაპიდმა.

ლაპიდის თქმით, „ნეთანიაჰუს ფოკუსი ახლა ომზე და ეკონომიკაზე უნდა იყოს და არა 7 ოქტომბერს მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაზე“.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის მოვლენების პასუხისმგებლობის საკითხზე გამოძიება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება