„ნაციონალური მოძრაობა“ ბენ მალეტის საქართველოში არ შემოშვებაზე - ვაპირებთ მივმართოთ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბრიტანელი პოლიტიკური კონსულტანტის ბენ მალეტის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტია გეგმავს, მიმართოს ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, არსებული „უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ“.

„2023 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელიც როგორც ყველა სხვა უწყება, “სუს”-ის არაფორმალური მმართველობის ქვეშაა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი უთხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკურ კონსულტანტ ბენ მალეტს, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა.

შესაბამისი უწყებების მიერ, ბენ მალეტისთვის ყოვლად დაუსაბუთებელი ოფიციალური დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, სადაც მინიმალური მითითებაც კი არ იყო გაკეთებული მისი არშემოშვების მიზეზეთან დაკავშირებით, ე.წ. “უსაფრთხოების სამსახურების” მხრიდან მის მიმართ გაკეთდა ღია მოწოდება სასწრაფოდ სხვა სახელმწიფოში გამგზავრებასთან დაკავშირებით.

ბენ მალეტი თბილისში სულ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიტიკურ კონსულტირებას უწევდა ჩვენ პარტიას. გუშინ ბენი თბილისში სწორედ მორიგი პოლიტიკური კონსულტაციების გასამართად მოემართებოდა.

ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, არსებული უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ნაბიჯი სრულად ეწინააღმდეგება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში ჩატარების პრინციპებს.

“რუსულ ოცნებას” პანიკურად ეშინია გამჭვირვალობის, დასავლური პოლიტიკური კამპანიების გამოცდილების, მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, უცხოელ მრჩევლებთან და კონსულტანტებთან ერთად, აუცილებლად შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული საქართველო ჰქვია”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის