ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას

ლუქსემბურგი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ კონკრეტულ თარიღზე საუბარი საჭირო არ არის. ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა განაცხადა.

„მე მჯერა, რომ უკრაინა იმსახურებს იმას, რომ ეს პერსპექტივა არა დახურული, არამედ ღია იყოს. ყველა არსებულ პრობლემასთან ერთად“, - განაცხადა ასელბორნმა.

ამავე დროს, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით დაპირებების გაცემა საჭირო არ არის.

„შეცდომა იქნება იმის თქმა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ორ, სამ, ოთხ ან ხუთ წელიწადში გახდება“, - აღნიშნა ასელბორნმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს