დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი სიფხიზლე აუცილებელია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ ზღაპრულ მოლოდინებს - „ხალხის ძალამ" იკისრა ეთქვა სიმართლე და ამ ინსტრუმენტს საზოგადოებას არ მოვაკლებთ

"ხალხის ძალამ" იკისრა ეთქვა სიმართლე, რაც იმ პერიოდისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამ ინსტრუმენტს საზოგადოებას არ მოვაკლებთ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებსა და ამოცანებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე "ხალხის ძალა" მომავალშიც ხმამაღლა ისაუბრებს.

„ეს გზა არ იქნება მარტივი. ამ გზაზე იქნება სირთულეები და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მცდელობები, რაც შესაძლოა, სადღაც დიდ სცენარში ქვეყნების საერთო ინტერესებს ემთხვევა, მაგრამ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ საზიანო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სიფხიზლე აუცილებელია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ ზღაპრულ მოლოდინებს. კარგია ის, რაც მივიღეთ, გარკვეული გზა გავლილი გვაქვს, მაგრამ უმთავრესი ისევ გასავლელია.

ამიტომ „ხალხის ძალამ" ეს როლი იკისრა და სიმართლემ, რაც იმ პერიოდისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ შევძელით გვეთქვა, თავისი პოზიტიური როლი შეასრულა. ამ ინსტრუმენტს საზოგადოებას არ მოვაკლებთ და ამ როლიდან ჩვენ არ გავალთ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ხალხის ძალა" არ გამორიცხავს პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებას და ამ პროცესში რეგიონების უფრო მეტად ჩართვას აპირებს.

„შესაძლოა ჩვენი პოლიტიკური აქტივობა ქვეყნის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს.

ჩვენ, „ხალხის ძალის" დეპუტაციას გვქონდა ორი დღის წინ საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა რეგიონებში მხარდამჭერებთან, ერთმანეთს ვუთხარით სათქმელი და დავგეგმეთ ერთად საკეთებელი საქმე სწორედ იმ კონტექსტში, რა კონტექსტითაც ახლა ვსაუბრობ. მინდა გითხრათ, რომ მათი მუხტი გაზრდილია, მათი შინაგანი რწმენა უფრო ჩამოყალიბებულია და ისინი ითხოვენ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში და ეს ძალიან კარგია. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეგიონებშიც მოვაწყობთ შეხვედრებს და უფრო მეტს გავესაუბრებით საზოგადოებას, მათ, ვისაც არ ჰქონია აქამდე ამის შესაძლებლობა და ასეთი აქტივობები იქნება მრავალი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება