პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს, კლაუდია არპას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება.

„პრაღის სამიტზე ჩვენ უკვე გვქონდა საინტერესო შეხვედრა ქალბატონ კლაუდია არპასთან, შესაბამისად, ავსტრიის დელეგაცია ინფორმირებული იყო საქართველოს პროგრესზე, ჩვენს სამომავლო გეგმებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. დღეს ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესზე, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რჩება ნომერ პირველ ამოცანად - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ავსტრია არის საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. ავსტრია, მისი ხელისუფლება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მადლობას ვუხდით ჩვენს ავსტრიელ მეგობრებს საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და იმ პოზიტიური ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომელიც საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებობს. ჩვენ ორიენტირებული ვართ მომავალზე და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს მისიას, რათა ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავსტრიის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ნინო წილოსანი და ჰერმან საბო მონაწილეობდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს ელჩი ავსტრიაში, ქეთევან ციხელაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს