გრიგოლ გეგელია - „ლელო“ საარჩევნო ბარიერს დისკომფორტის გარეშე გადალახავს - ეს ხელისუფლება უნდა გადავაშენოთ

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განაცხადებით, მის პარტიას 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.

როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ბარიერის გადალახვა არ არის მთავარი, მთავარია ქვეყნის კრიზისის გადალახვა.

“დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ბარიერს გადავლახავთ. ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ გადალახული გვაქვს, მაგრამ ამ კვლევის და ყველა კვლევის გარეშე კარგად ვიცით, რომ ბარიერს ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე გადავლახავთ. მაგრამ ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა შეიცვალოს ფორმულა, რომლითაც იმართება ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი და შეიცვალოს რუსული ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც შესაძლებელი გახადა, რუსი უფრო გავლენიანი იყოს, ვიდრე ქართველი, ამავე დროს ქართველები გაღარიბებულები ქვეყნიდან გარბოდნენ - ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ბარიერი კი არა, ეს ხელისუფლება უნდა გადავაშენოთ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მართვის ყოველი დღე ბოროტებაა.

ჩვენთვის მთავარი არის არა ბარიერის გადალახვა, არამედ ამ ქვეყნის კრიზის გადალახვა. არ მაქვს ინტერესი ვიჯდე საქართველოს პარლამენტში, თუკი ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება. ხელფასის ინტერესი არ მაქვს, არც იმის, რომ პარლამენტარი მერქვას, ისედაც ნახევარ ქვეყანას პარლამენტარი ვგონივარ“, - განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, მისივე თქმით, „ლელო“ მზად არის, ითანამშრომლოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

გეგელიას შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში „ლელო“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ყოფილა ხელისუფლებაში და რომელსაც სხვებისგან განსხვავებით არ გააჩნია „მძიმე წარსული“.

„ლელოს მიზანი არ არის ვინმესთან გაერთიანება ან მარტო ყოფნა. ჩვენთვის მიზანი ერთია - ივანიშვილის რუსული ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ძალასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა, სხვა გემოვნების და სხვა შემართების ხალხი.

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ყოფილა ხელისუფლებაში, ყველა სხვა ძალას ხელისუფლებაში ყოფნის, საკმაოდ მძიმე წარსული გააჩნია “,- განაცხადა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება